გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში ჩამოვიდა

თბილისში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად, ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგება. ასევე საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ- გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს – არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს – ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

გერმანიის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებსაც შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.ასევე ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები