ივანე მაჭავარიანი და შტეფან ოპიცი სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელს 7 ოქტომბერს მოაწერენ
2019 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო “ბილტმორ თბილისი ჰოტელში” საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორი – შტეფან ოპიცი ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს:
· სასესხო ხელშეკრულება “ენერგეტიკის სექტორის რეფორმა – მეორე ფაზა” (PBL) – 60 მილიონი ევრო.
· სასესხო ხელშეკრულება “წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში” – 60 მილიონი ევრო.
საგრანტო ხელშეკრულება: “ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება II ფაზა” -1.8 მილიონი ევრო. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – დიეგო კოლასი და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალი რეგიონული დირექტორი – სესილი კოპრიე ხელს მოაწერენ სასესხო ხელშეკრულებას:
· სასესხო ხელშეკრულება “ენერგეტიკის სექტორის რეფორმა – მეორე ფაზა” (PBL) – 60 მილიონი ევრო. ცერემონიალზე დამსწრეთა შორის იქნებიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი – ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – კარლ ჰარცელი.