საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს ეწვევა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში დღეს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგება. ასევე საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ- გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს – არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს – ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
გერმანიის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებსაც შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.ასევე ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.