თამარ ჩუგოშვილი: თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობრივი კუთვნილებისა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის შესახე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ძალიან მძიმე იყო გუშინ, მასმედიის საშუალებით, გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა.
სამართალდამცავებმა, დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება”,- წერს ჩუგოშვილი.