ნიკა გვარამია: ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას

ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის ყოფილი კადრების – ზაალ უდუმაშვილის, ნოდარ მელაძის, გიორგი გაბუნიას და გიორგი ლაფერაშვილის პროკურატურაში დაბარებას ფეისბუქის სტატუსით ეხმიანება.

“მოკლედ, ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას.
საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ცნობადი და გავლენიანი სახის, ნიუსის მეფის ზაალ უდუმაშვილისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან);

არხის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის კურიერის (15-16-17-18% amr) მთავარი შემოქმედის, ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ნიუსავიკის და საავტორო შაბათის კურიერის ავტორი ნოდარ მელაძისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან);

ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის, ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამის, პოსტსკრიპტუმის (20% amr დაუწერია, რაც მეგაშოუს რეიტინგია) წამყვანის და ავტორისთვის, გიორგი გაბუნიასთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან);

რ2-ის სუპერ წარმატებული მენეჯერის, როგორც ნიუსის ხელმძღვანელობის, პოლიტიკური თოქშოუს პროდიუსინგის, ასევე პროდაქშენის ხელმძღვანელობაში, ლეგენდარული ლაფერასთვის სამი ტყუპი შვილის შეძენის შემდეგ პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)
მიდით, ვნახოთ აბა”,- წერს ფეისბუქის გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები