თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია
საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ამაზე მეტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის, ფრენების შედეგად საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხებიდან შემოსავლის სახით ჰქონდეთ შემოსავალი, მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის, დიმიტრი პესკოვის მიერ, დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება.