დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყოვლისმომცველ რეფორმებზე. დავით ზალკალიანმა როუზ გოტმიოლერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესის გააქტიურებასა და იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებაში და აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები