ირაკლი სესიაშვილი: ნატოს ელჩებს ძალიან რეალური აღქმა აქვთ იმ რეფორმებთან და პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველო განიცდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნატო-ს ელჩებისგან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს მიმდინარე რეფორმებსა და პროგრესებზე. რაც მისივე განცხადებით, უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციით.

​ირაკლი სესიაშვილი ასევე მიესალმება იმ ფაქტსაც, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ერთსულოვანი იყო, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი მხარდაჭერილი ყოფილიყო.

„თავად ფაქტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოს აქვს საშუალება, ადგილზე გაეცნოს, მიიღოს ინფორმაცია რეფორმების შესახებ და თავად გამოიტანოს დასკვნა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეხვედრების ფარგლებში ელჩებმა მიიღეს აბსოლუტური, ამომწურავი ინფორმაცია ყველა მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ საარჩევნო პროცესის და რეფორმის, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას. ეს არის უპრეცედენტო იმ თვალსაზრისით, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში დათმო თავისი პოზიციები და საშუალება მისცა საზოგადოებას, გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. ამას ძალიან კარგად ხედავს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ხედავს ასევე სასამართლო რეფორმასთან მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან და გამჭვირვალე რეფორმას. ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, სრული მხარდაჭერა მიმდინარე რეფორმების პროგრესის და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე.
​რა საერთო შთაბეჭდილებაც დამრჩა არის ის, რომ ნატოს ელჩებს ძალიან ობიექტური და რეალური აღქმა და ინფორმაცია აქვთ იმ რეფორმებთან და პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველო განიცდის. ოპოზიცია თავის მხრივ, ცდილობდა, ყოფილიყო კრიტიკული, თუმცა კითხვებსა და მხარდაჭერაში გამოჩნდა რეალურად ის აღქმა, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ საქართველოს პროგრესთან მიმართებაში და ეს არის ძალიან პოზიტიური შეფასება. მთავარი კითხვა იყო, როგორ მოხდეს საქართველოს შემდგომი მხარდაჭერა, გაძლიერება, რომ საქართველომ კიდევ უფრო ახლოს გადადგას ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები