კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ფრენების შეჩერების გამო, ავიაკომპანიებთან, ზარალთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს

საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების გამო რუსული კომპანიების ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა “კომერსანტის” მიერ გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას განაცხადა.

“რასაკვირველია, ავიაკომპანიებთან საუბრის თემა არსებობს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები კომპანიებთან საუბარს მართავენ“,-აღნიშნა პესკოვმა.

რუსულმა “კომერსანტმა” რუსულ ავიაკომპანიებში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების გამო, კომპანიებმა მილიონობით რუბლის ზარალი განიცადეს.

ავიაგადამზიდავები მთავრობას ახსენებენ ზარალის ანაზღაურების პირობას და შესაბამისი წერილი ტრანსპორტის სამინისტროს სახელზე მოამზადეს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურების იმედი არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები