ზაქარია ქუცნაშვილი: გავრილოვის საქართველოში ვიზიტი და ამ ვიზიტის გამო დაწყებული პროტესტი ოპოზიციისთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდების საბაბი იყო

სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტი და ამ ვიზიტის გამო დაწყებული პროტესტი პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების საბაბი იყო, – ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 20-21 ივლისის მოვლენებს.

“ვფიქრობ ეს იყო საბაბი პოლიტიკური ოპოზიციის ხელში რევოლუციური გზით, როგორც ეს გააკეთეს მიშა სააკაშვილის დროს, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ხელისუფლების პარალიზებად და ურა პარტიოტიზმის ლოზუნგებით რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. მე გავავრცელე ოთხ ენაზე დაბეჭდილი დღის წესრიგი, სადაც პირდაპირ იყო მითითებული რომ სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ მდივანს. არა მგონია ეს შეთანხმებული ყოფილიყო ირაკლი კობახიძესთან”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანამ თბილისში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები