ლევან კობერიძე: საჭიროა რეალური რეფორმების გატარება სამართლიანი სასამართლოსთვის საქართველოში

ეს კანონპროექტი რეფორმის ნაცვლად ემსახურება სააკაშვილ-ადეიშვილის დროინდელი რეჟიმის ჩაბეტონებას და ამ კანონპროექტით უფრო მეტად იზრდება იუსტიციის საბჭოს გავლენა მთლიანად სისტემაზე, – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას ირაკლი კობახიძეს.

კობერიძის თქმით, მას ეს პოზიცია ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” რიგებში იყო და ახლაც იმეორებს, რომ იუსტიციის საბჭო დასაშლელია და საჭიროა რეალური რეფორმების გატარება სამართლიანი სასამართლოსათვის საქართველოში.

“ვფიქრობ რომ სასამართლოს რეფორმის “მეოთხე ტალღა” უნდა დაწყებულიყო არა არსებული მახინჯი სისტემის გაძლიერებით, არამედ იუსტიციის საბჭოს დაშლით,” -განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები