დავით ზალკალიანი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ყარაბაღთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება უნიკალური შესაძლებლობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაეროს ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავს ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისინიც, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.
“მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ყარაბახის კონფლიქტზე. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს სერბეთსა და კოსოვოს შორის. რატომაც არა? ასეთი მოლაპარაკებები უნიკალური შესაძლებლობაა, არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით”, – განაცხადა ზალკალიანმა.
Report-ის ინფორმაციით, ეს განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები