ვახტანგ გომელაურმა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3-4 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში მიმდინარეობს, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ბრიფინგი გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა.

ბრიფინგში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიოლერი და ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თავის სიტყვაში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ნატოსა და საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორს შორის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები