სოფიო ქაცარავა: აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებში საქართველო ლიდერ პოზიციას დამსახურებულად იკავებს
შევაჯამეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და ვისაუბრეთ სამომავლო მოლოდინებსა და ხედვებზე, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, პანელზე “აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის შემდეგ” განაცხადა. დისკუსიის თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და ის სარგებელი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ამ ინიციატივის ფარგლებში აქვთ.
სოფიო ქაცარავას განცხადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არის ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული ინიციატივა, რომლის საშუალებით საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირს, გააჩნია მზარდი დადებით ეფექტი წევრი ქვეყნების სამომავლო დღის წესრიგზე და ხელშესახები შედეგები მოაქვს ხალხისთვის.
“აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებში, საქართველო დამსახურებულად იკავებს ლიდერი ქვეყნის პოზიციას. დისკუსიის ფარგლებში შევაჯამეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და ვისაუბრეთ სამომავლო მოლოდინებსა და ხედვებზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციაზე დიდი ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, რაც არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი გზავნილები და მაქსიმალურად დავააახლოვოთ პოზიციები ჩვენს პარტიორებთან ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხებზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გატარებულ რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო მოლოდინებზე ისაუბრა.