როუზ გოტმიოლერი: ეს ყოველივე ემსახურება უსაფრთხოების უზრუნველყოფას რეგიონში

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა.

ნატოს-ს გენერელური მდივნის მოადგილის თქმით, მოხარულია ბათუმში ყოფნით და სანაპირო დაცვის პროგრესით.

“მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა, სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით. დღეს ჩვენ, ვეწვიეთ გემებს, შევხვდით ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე საბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატოსთან, ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ყოველივე ემსახურება უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა, ბრიუსელის წვიმიანი დღეების შემდეგ”, – განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილემ.

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები