„თბილისობასთან“ დაკავშირებით ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება
„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.
“თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის”, აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.