პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას იწყებს
დღეიდან პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში მომავალი 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კი მას 18 ოქტომბერს განიხილავს.
20 ოქტომბერს განხილული პროექტი პარლამენტის შენიშვნებითა და წინადადებებით საქართველოს მთავრობას უნდა გადაეგზავნოს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეს არის როგორც მოქალაქეზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი.