ცხადდება გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის

ცხადდება გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „ზამთარი მოდის“ (მინიატურის ჟანრში) სტუდენტებისთვის.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მხარდამჭერია გამომცემლობა „წიგნი+ერი“, საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს. საკონკურსო ტექსტი  არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
საკონკურსო თემატიკა – „ მოპარული ბავშვობა“.
ჟიურის წევრების ვინაობა გახდება ცნობილი ნაწარმოებების მიღების შემდგომ.
ნაწარმოებების მიღება გაგრძელდება 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
ნამუშევრები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: rcheulishvili.literature@gmail.com
(აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, კურსი, ტელეფონის ნომერი).
I, II , II ადგილოსნები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფულადი საჩუქრებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები