“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა” – ევროსაბჭოში რუსი დეპუტატის გამოსვლა ქართველმა და უკრაინელმა აქტივისტებმა დროშების გამოფენით გააპროტესტეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინელმა, პოლონელმა და ქართველმა აქტივისტებმა რუსი დეპუტატის პეტრე ტოტლსტოის გამოსვლა ასამბლეაზე დროშების გამოფენით გააპროტესტეს.

ამ ფორმით აქტივისტებმა ევროპარლამენტში რუსული დელეგაციის დაბრუნება გააპროტესტეს.

ასამბლეა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და მოსკოვში აქციების დარბევის შესახებ მსჯელობდა.

აქტივისტები რუსი დეპუტატის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია.

დაცვამ აქტივისტებს შენობა დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები