ინდოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ბიხარის შტატში, წყალდიდობას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა, – იტყობინება ტელეარხი NDTV.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი ხეებმა და შენობების კედლების დაცემამ იმსხვერპლა.
შტატის ზოგიერთ რაიონში ერთი კვირის განმავლობაში ბანკები, მაღაზიები და კერძო კლინიკებია დაკეტილი.
ამჟამად, წყლის ნაკადმა კლება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები