ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას – ნატოს გენმდივნის მოადგილე “ტვიტერზე”
ნატოს გენმდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი საქართველოში ვიზიტს “ტვიტერის” მეშვეობითაც ეხმაურება, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.
“მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოში ნატოს ელჩებთან ერთად, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობა. ჩვენი ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას”,- წერს როუზ გოტმიოლერი “ტვიტერში”.
