ნიკოლოზ მჭედლიშვილი – “ლელოს” პიარ-სტრატეგიის ვერ გავიგე ვერაფერი
ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილზე, მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ “ლელოს” პიარ-სტრატეგიას ვერაფერი ვერ გაუგო.
“ლელოს” პიარ-სტრატეგიის ვერ გავიგე ვერაფერი – ქალებზე გათვლა არ აქვთ, ვალები ვისაც ჩამოეწერათ, არც მაგათზე აქვთ გათვლა, ბიძინამ ძალად ჩამოგვაწერინაო. სექსუალურ უმცირესობებზე გათვლა არ აქვთ, კონსერვატორები ვართო. ხოდა, ფულიანი ჰეტეროსექსუალი უცოლო რამდენი პროცენტი უნდა იყოს ქვეყანაში? ჰა, ჰა, 0.5-1.5 პროცენტი?- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მჭედლიშვილი.
“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა,” – ამის შესახებ დღეს მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.