როუზ გოტმიულერი: საქართველოში ვიზიტი არის ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის დემონსტრაცია
თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიულერმა განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატით საქართველოში ვიზიტი ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის დემონსტრაციაა.
“თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის. გილოცავთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. ავღანეთში წარმომადგენლობის უმაღლესი პოზიციაა, რომელსაც საქართველოს ოფიცერი იკავებს ნატოს მისიებში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას ამ მიმართულებით. მივესალმებით ბრიგადის გენერალ ბატონ ჯანჯღავას ამ როლში”, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.