ნატოს გენმდივნის მოადგილე მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარი ოკუპირებული რეგიონებიდან
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი გიორგი გახარიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის, ხოლო რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს ჯარი ოკუპირებული რეგიონებიდან. ასევე, ის შეშფოთებას გამოთქვამს რუსული სამხედროების გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში და ამბობს, რომ სწორედ ამიტომ გაიზრდება თანამშრომლობა საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის.
როუზ გოტმიოლერი ასევე აღნიშნავს ქართველი სამხედროების წვლილს ნატოს მისიებში და მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი ჯარისკაცების როლს ავღანეთში მშვიდობის დამყარებისთვის.
“ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისათვის ბათუმში, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა აქ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში, რომელიც 29 მოკავშირე ქვეყანას წარმოადგენს, ეს გახლავთ დემონსტრაცია ნატოს და საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პარტნიორი, ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს წვლილს ჩვენ ერთობლივ უსაფრთხოებაში, თქვენ ხართ ერთ-ერთი ყევლაზე დიდი წვლილი შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის.
მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც საქართველოს აახლოებს ნატოსთან, ბრიუსელის სამიტზე 2018 წელს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო მიღებული იქნება ალიანსის წევრად და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზეც იყო ეს გაცხადებული, რაც ასევე პირველად ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა- ნატოს კარი ღია რჩება, მოვუწოდებ რუსეთს გამოიწვიოს აღიარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის და გამოიყვანოს ჯარები ამ რეგიონებიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსული სამხედრო გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში, ამიტომ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის”,- აცხადებს როუზ გოტმიოლერი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იმართება.