გია ვოლსკი: მამუკა ხაზარაძის არაკორექტულობა ზღვარს სცილდება

მამუკა ხაზარაძის არაკორექტულობა ზღვარს სცილდება,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„მანდილოსანია თუ კაცია, მნიშვნელობა არ აქვს, როცა საუბარია დიდი პროექტების რეალიზაციაზე. მამუკა ხაზარაძის არაკორექტულობა ზღვარს სცილდება და აქცენტებს აკეთებს მის დამოკიდებულებაზე საკითხების მიმართ. თუ საკითხებზე რაიმე საკამათოა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ აგდებული ტონი და ქალების მიმართ თემის ხაზგასმა არაკორექტულია და არც მამაკაცურია”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები