გოტმიოლერი: ვიზიტი ემსახურება საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებას და იმის უზრუნველყოფას, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წყარო ყველასთვის რეგიონში

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის განცხადებით, საქართველოში ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის განმტკიცებას.

ამის შესახებ გოტმილიორემა ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნაზე განაცხადა.

„ჩვენი ვიზიტი გახლავთ ნატო-ს მიმდინარე ვალდებულებების ნათელი დემონსტრირება და ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფორმების ხუთი წლისთავს. ეს პაკეტი გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის ქვაკუთხედი საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებისადმი და საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებისთვის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გასულ წელს ნატო-ს ლიდერებმა დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ვიზიტი ემსახურება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას და იმის უზრუნველყოფას, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წყარო ყველასთვის რეგიონში“,- განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ბათუმი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს მასპინძლობს.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელია, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტვიელერი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთნ დაკავშირებულ ყველა საკითხს განიხილავა იგეგმება. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. შეხვედრები გაიმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები