ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია არ არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით
ოპოზიცია არ არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს პლენარულ სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ორგანული კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს მიმართა.
“თქვენი გამოსვლებით გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაჟღერებულ იმ მთავარ პრინციპებს, რომელიც ნიშნავს სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას, მეტ ანგარიშვალდებულებას და დამოუკიდებლობას. თქვენი ამ გამოსვლებით გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაჟღერებულ იმ მთავარ პრინციპებს, რომელი ნიშნავს სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას, მეტ ანგარიშვალდებულებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თქვენ არ გაქვთ არც ინტერესი და არც სურვილი, რომ სასამართლო სისტემა იყოს უფრო მეტად გაძლიერებული მთელი რიგი დამოუკიდებლობის ხარისხის გარანტიებით. ეს არის ობიექტური რეალობა და ამიტომ არ გამოგივიდათ თქვენ ემოციური გამოსვლა”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.