ზაზა გაბუნია: მინისტრი ცქიტიშვილი ინფრასტრუქურის 2 მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს და ამას აკეთებს უფრო ეფექტურად და კარგად, ვიდრე სხვა დროს კეთდებოდა

მინისტრი ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის 2 მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს და ამას აკეთებს უფრო ეფექტურად და კარგად, ვიდრე ეს კეთდებოდა სხვა დროს და ამაზე მეტყველებს შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მიუღებელია როგორც ეთიკის, ასევე ფაქტების თვალსაზრისით.

“ეს განცხადება მიუღებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეთიკური არ არის, არამედ იმიტომაც რომ იქ ფაქტობრივი ტყუილია, რადგან ფაქტი ის არის, რომ მინისტრი ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის 2 მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს და ამას აკეთებს უფრო ეფექტურად და კარგად, ვიდრე ეს კეთდებოდა სხვა დროს და ამაზე მეტყველებს შედეგები“, – აცხადებს ზაზა გაბუნია.

დღეს მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები