ირაკლი კოვზანაძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას უმაპინძლა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, დღეს აშშ-ის კონგრესში არსებული ეკონომიკის საკითხთა და ფინანსთა კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების წევრ კონგრესმენებსა და სენატორთა თანაშემწეებს უმასპინძლა.

მხარეებმა ერთმანეთს აშშ-ს კონგრესისა და საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ისაუბრეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და მონიტორინგის პროცესზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების: ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზეც, საქართველოს ხელსაყრელ საინვეტიციო კლიმატზე და ქვეყნის საქართველოს საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები