სოფიო ქაცარავა: დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ

“დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ“, – ასე ეხმაურებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში.

სოფიო ქაცარავა მამუკა ხაზარაძის ამ განცხადებას დისკრიმინაციულად აფასებს.

“დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა.

თან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულობას იჩემებთ და თან დისკრიმინაციულ განცხადებებსაც არ ერიდებით – ერთი მეორესთან შეუთავსებელია“, – წერს სოფიო ქაცარავა.

დღეს მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები