საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია მუშაობას დღეს დაასრულებს

ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროპორციულ სისტემას ნულოვანი ბარიერით მხარს უჭერს,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს არის ის იშვიათი გამონაკლისი, როცა მიღწეულია ფართო კონსესუსი და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროპორციულ სისტემას ნულოვანი ბარიერით, თუმცა აქ არის განსხვავებული აზრი ბლოკებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები”,- აღნიშნა მდინარაძემ.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, 2020 წლიდან ქვეყანაში ერთი პარტიის ან ერთი ადამიანის მმართველობას დაესმება.

“ძირითადი ცვლილებები არის ის რომ 2020 წლიდან არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით, ანუ წერტილი დაესმება ერთი პარტიის, ან მით უმეტეს ერთი პიროვნების მმართველობას ქვეყანაში, ეს არის მთავარი. რაც შეეხება სხვა თემებს, არის განმასხვავებელი ხედვები, ბარიერთან დაკავშირებით, ბლოკებთან დაკავშირებით,”- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, შემაჯამებელ ოქმს მოამზადებენ. ცვლილებებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც საკითხს კენჭს პლენარულ სესიაზე უყრიან. რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტის მიუხედავად, ოპოზიცია დოკუმენტს მხარს უჭერს.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პაკეტის მიხედვით, 2020 წლიდან ქვეყანა მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე ნულოვანი ბარიერის პრინციპით გადადის. საყოველთაო სახალხო განხილვები თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები