თინა ხიდაშელი: დავით ზალკალიანი სრულიად მარტო რომ იჯდეს ლავროვთან ვიცი, რომ საქართველოს წარმოადგენს პატრიოტი, რომელსაც დღის წესრიგი ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ აქვს

“მე ვენდობი დათო ზალკალიანს, ეს შემიძლია სრულიად ღიად ვთქვა, ნებისმიერ ოთახში, სრულიად მარტო რომ იჯდეს ლავროვთან, მე ვენდობი ზალკალიანს, ვიცი იქ საქართველოს წარმოადგენს ქართველი პატრიოტი, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი აუცილებლად იქნება ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

​მისი თქმით, დავით ზალკალიანი არც არავიზე ნაკლები დიპლომატია და არც არავიზე ნაკლები პატრიოტი.

“რა შედეგი დადგება შეხვედრისგან ეს მეორე საკითხია და სამწუხაროდ ზალკალიანზე არ არის და ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და არავიზე ნაკლები არც დიპლომატია და არც პატრიოტია ამ ქვეყნის”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები