სპორტის სასახლეში ლელა წურწუმიას საიუბილეო კონცერტი გაიმართება

 4 ოქტომბერს, სპორტის სასახლე,  ლელა წურწუმიას საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტზე პირველად შედგება ლელა წურწუმიასა და ელექტრონულ დუეტ Holy Moly-ს, ლაშა ყიფშიძისა და თინა ჯანელიძის საერთო ნამუშევრების, ლელას კომპოზიციების ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია.
პერფორმანსს თავისი ენერგიით შემოუერთდებიან თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო „თედასი“ და Mess Dance Studio. მოწვეული მომღერლებიც – სტეფანე მღებრიშვილი, მაკა ზამბახიძე, დუეტი ჯორჯია, ნოდიკო ტატიშვილი – რომლებიც ლელასთან ერთად დუეტით წარდგებიან მსმენელის წინაშე.
აქვე მოისმენთ მომღერლის უახლესი სიმღერის – წამიყვანე სიყვარულთან – პირველ ცოცხალ შესრულებას . კონცერტს აკომპანირებას გაუწევენ პროფესიონალი მუსიკოსები.

ბენდი NonStop:
დრამი – სანდრო სახამბერიძე; კლავიში – ნიკოლოზ ჩარკვიანი; ბასი – კოკა მამალაძე; გიტარა – ზურა კიკნაძე; საყვირი – არჩილ დავითაშვილი; საქსაფონი – დიმიტრი ლეკვეიშვილი.
ბექ ვოკალი: გიორგი თორაძე, ანა ჭუმბურიძე, ნათია ოქრუაშვილი, თათა ოქრუაშვილი.

DJ SET: HOLY MOLY
მოწვეული სტუმრები: ბასი – ლევან დეისაძე,  კლავიში – თამუნა შეყილაძე,  პერკუსია – დიმიტრი საკანდელიძე,  დუდუკები – დავით ქავთარაძე (უფროსი), დავით ქავთარაძე (უმცროსი).
რეჟისორი – დავით დოიაშვილი; სცენოგრაფია – ვანიკო ჭელიძე; პროდიუსერი – კახი მამულაშვილი.
სპორტის სასახლის კარი 20:00-ზე გაიღება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები