გიორგი ქობულია პოლიტიკაში ბრუნდება?
გიორგი ქობულია ადასტურებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით აქვს კონსულტაციები და „მიმდინარეობს გუნდის ბირთვის ჩამოყალიბება”.
“არაერთხელ ვთქვი, რომ მე განვიხილავ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ზუსტ გადაწყვეტილებას ნოემბერში მივიღებ. ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. არ მინდა უხერხულ მდგომარეოიბაში ჩავაყენო ის ადამიანები, რომლებთანაც მაქვს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, წამყვანი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა გიორგი ქობულია იყოს იმ საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, რომლის შექმნაც ანა დოლიძემ დაანონსა.
ქობულიას განცხადებით, როგორც კი ექნება იმ გუნდთან საერთო პოზიცია, რომლის ჩამოყალიბებაც მიმდინარეობს, ის ამ პოზიციას განაცხადა. მისი თქმით, ისიც შეიძლება იყოს ამ გუნდის ჩამომყალიბლებთა შორის. ქობულიას ინფორმაციით, მიმდინარეობს გუნდის ბირთვის ჩამოყალიბება.
ყოფილი მინისტრმა დაადასტურა, რომ ახლახანს გაიცნო ანა დოლიძე, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერ ისაუბრებს.