სააკაშვილს პოროშენკოს წინააღმდეგ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“სარჩელი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში ჩემს გატაცებასა და უკრაინიდან უკანონო გაძევებასთან დაკავშირებით, რაც პოროშენკოს პირადი ბრძანებით მოხდა. რაც მისმა დაცვის წევრებმა და კონონენკოს პირადი დაცვის წევრებმა განახორციელეს, რომლებიც მესაზღვრეებად იყვნენ გადაცმული. მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი მისთვის მრავალწლიანი განაჩენის გამოსატანად”,-დაწერა სააკაშვილმა.

პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში გააძევეს, საიდანაც ის ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომას უკრაინაში მესაზღვრეების და დაცვის წევრების კორდონის გარღვევით მოხვდა.

უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა მაისში დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები