დიმიტრი პესკოვი: არანაირი ოკუპაცია არ არის, აქ ჩვენი აზრები იყოფა
ნატოს ბლოკი, ესაა ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა და თუ საქართველო, შესაბამისად, ასოცირდება ბლოკთან, რომელიც შექმნილია ჩვენმი ქვეყნის კონფრონტაციისთვის, მაშინ საფრთხე იწყებს მოქმედებას საქართველოს ტერიტორიიდან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ერევანში ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ მიესალმება. ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე საქართველოში გაკეთებულ შეფასებებს კი ისტერიკა უწოდა.
“რუსეთი თავისთავად იღებს ნებისმიერ აუცილებელ ზომას, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. უკვე არაერთი ათეული წლის განმავლობაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენი საზღვრებისკენ მოძრაობს. ეს ჩვენ პირდაპირ გვემუქრება, იმიტომ, რომ ნატოს ბლოკი, ესაა ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა და თუ საქართველო, შესაბამისად, ასოცირდება ბლოკთან, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის კონფრონტაციისთვის, მაშინ საფრთხე იწყებს მოქმედებას საქართველოს ტერიტორიიდან, ამიტომაც, როგორც ნებისმიერი ქვეყანა რუსეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებს”, – განაცხადა პესკოვმა.