მამუკა მდინარაძე: როდესაც მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ასეთი დაწინაურება გაქვს, ყველა დანარჩენი, რაც ამას ეწინააღმდეგება, სპეკულაციაა

დღეს ახალი პარადოქსული განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, რომ თურმე მათი მიწოდებული ინფორმაცია და მათი კვლევითი ორგანიზაციები, როდესაც კვლევებს ატარებენ და შემდეგ საკმაოდ რეიტინგულ ორგანიზაციებს აწვდიან ამ ინფორმაციას, არის სწორი და მსოფლიო ბანკის მონაცემები თურმე ტყუილი ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკა სპეკულაციაა.

„ყველაზე ობიექტური, ცნობილი, ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომელთაც ყურადღებას აქცევენ სახელმწიფოები, ბიზნესი, რომ შემდეგ ინვესტიციის ჩადება ან არჩადება გადაწყვიტონ სხვადასხვა ქვეყანაში. ეყრდნობიან, ყველაზე მთავარ საკითხად და პრიორიტეტად მიიჩნევენ მსოფლიო ბანკის ასეთ რეიტინგებს და ამის მიხედვით განსაზღვრავენ თავის დღის წესრიგს.

როდესაც მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ასეთი დაწინაურება გაქვს, ეს არის აღიარება და ყველა დანარჩენი თუკი ამას ეწინააღმდეგება, არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები