ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

ამ წუთებში, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, სასამართლო სხდომას “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ დაესწრება.

ოქრუაშვილის წინააღმდეგ არცერთი სამხილი არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

“ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არცერთი სამხილი არ არსებობს, რომელიც შეიძლება სერიოზულად განიხილოს სასამართლომ. არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენება. მათ აქვთ ვიდეო, რომელიც არის წყალი. სხვა რაიმე ჩვენება პრაქტიკულად არ აქვთ, ვერ მოიძიეს,” – განმარტა კემულარიამ.

გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები