ადვოკატის ცემისთვის ზვიად კუპრავა დააჯარიმეს – მას პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა 1000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო პროცესს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ზვიად კუპრავა რამდენიმე თვის წინ, მას სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაც სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტს გულისხმობს, ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა და პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები