„საქართველოს ველური ბუნება“ – ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან და ფოტოგამოფენა გაიხსნება
4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფოტოკონკურსის – „საქართველოს ველური ბუნება“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და რჩეული ფოტოების გამოფენა მოეწყობა.
პროექტი ხორციელდება: „National Geographic საქართველოს“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.
მისამართი: „National Geographic საქართველოს“ რედაქცია
შემოსასვლელი: ფურცელაძის ქუჩა N3, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.