გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გურამ ჩალაგაშვილის ადმინისტრაციულ საქმეზე სხდომა 8 ოქტომბრამდე გადაიდო დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიმართა. მისი განმარტებით, დაკავების ამსახველი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ჩალაგაშვილის მხრიდან დარღვევას ასახავს, სრულად დღეს ვერ იქნა წარმოდგენილი და სამხრე კამერების ჩანაწერები სრულად უნდა იქნეს გამოთხოვილი.

სამართალდამცველები „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გურამ ჩალაგაშვილს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები