ჰონგ-კონგში, აქცია ძალადობაში გადაიზარდა – პარლამენტში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო კრების სამდივნომ, ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც ძალადობაშია გადაზრდილი, პერსონალის დაუყოვნებლივი ევაკუაცია გამოაცხადა.
სამდივნომ საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა, ,,პერსონალს მოეთხოვება შენობის დაუყოვნებლივი დატოვება”.
ჰონგ-კონგში დღევანდელი საპროტესტო აქცია სანქცირებული არ ყოფილა, თუმცა ხალხი ქუჩებში მაინც გავიდა.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. მანამდე დემონსტრანტებმა დაუდგენელი ნივთიერება გამოიყენეს, რომლის შედეგადაც პოლიციელებმა და ჟურნალისტებმა დამწრობა მიიღეს.
აქციის მონაწილეები “მოლოტოვის კოქტეილებსაც” იყენებენ, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურას არბევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები