საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 81.6 ლარით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 101.3 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.6 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა –
835.3 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 71.0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით
საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
• მსხვილი ბიზნესი – 1 224.6 ლარი;
• საშუალო ბიზნესი – 1 276.3 ლარი;
• მცირე ბიზნესი – 892.4 ლარი;

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 45.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები