გიორგი კანდელაკი: ოკუპანტთან უნდა ვისაუბროთ და დიალოგი უნდა გვქონდეს, მაგრამ პრობლემა კონტექსტია

მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე წარდგეს, რადგან პლენარულ სხდომაზე უშუალო კითხვა-პასუხის საშუალება არ არის, – ამის შესახებ განცხადება “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არ არის პრობლემა, პრობლემა შეხვედრის კონტექსტია.
ოკუპანტთან უნდა ვისაუბროთ და დიალოგი უნდა გვქონდეს, მაგრამ პრობლემაა კონტექსტი – ეს შეხვედრა ხელს უწყობს თუ უშლის საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციას. თუ ოკუპანტს ვხვდებით და თავს მძევლის მდგომარეობაში ვიყენებთ, როგორც ეს ვოლსკიმ თქვა, თუ ევროკავშირი და ამერიკა სანქციებში დევნილების დაბრუნების და ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხს შეიტანენ, მაშინ რუსეთიდან ქართველებს გამოყრიანო, მაშინ ასეთი მძევლის მდგომარეობაში ვიქნებით. საგარეო უწყება აგრესიულად გვიმტკიცებდა, რომ საქართველოს შეხვედრა არ მოუთხოვია, მაგრამ ვოლსკიმ აღიარა, რომ საქართველოს მოთხოვნა იყო. ეს ფაქტი შეგვახსენებს, „ქართული ოცნება“ რაოდენ არასანდოა. ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს – მეორეს. „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, გავრილოვი არ მოგვიწვევია, არაფერ შუაში ვართ, პარლამენტში ლამის თვითონ შემოვარდაო, მაგრამ ყველაფერს ნათელი მოეფინა“, – განმარტა კანდელაკმა.

მმართველი გუნდის განმარტებით, დავით ზალკალიანი პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში 15-18 ოქტომბერს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები