გიგი წერეთელი: ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია

საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში მეტი ინფორმაცია და ნაკლები ეჭვები უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის დაბარების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

“ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოწვია. ერთი, იმის გამო, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო და მეორე, არაერთგვაროვანი განცხადებების გამო, რომელიც ორივე მხრიდან გაკეთდა. მიგვაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის, ეს იქნება მინისტრის საათი თუ კომიტეტის ფორმატი. სწორი იქნება, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი მობრძანდება პარლამენტში. ეს იქნება პატივისცემა პარლამენტის ინსტიტუტის და ჩვენი კანონმდებლობის. პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ იყოს მეტი ინფორმაცია და ნაკლები კითხვები და ეჭვები“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები