ევროკავშირი და ევროპის საბჭო 2019-2021 წლებში საქართველოში ორ პროექტს განახორციელებენ, რომელთა ჯამური ღირებულება 2.2 მილიონი ევროა

2019-2021 წლებში ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში ორ პროექტს განახორციელებენ, რომელთა ჯამური დაფინანსება 2.2 მილიონი ევროა.

პროექტები საქართველოს კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ასევე ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებასა და მეტად ეფექტიანი სასამართლო სისტემის შექმნას,- ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტები „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ხორციელდება.

„ადგილობრივ პროექტებთან ერთად საქართველო ასევე ჩართულია ოთხ რეგიონულ პროექტში, რომელთან ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ეს არის მმართველი კომიტეტის სხდომა, ევროსაბჭო და ევროკავშირი ერთად ვიკრიბებით, რომ ვისაუბროთ ამ პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე. ეს არის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონულ დონეზე. ეროვნული დონეზე პროექტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სასამართლო, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მართლმსაჯულების, კერძოდ სიახლის სამართლის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები. რაც შეეხება რეგიონულ პროექტებს, სადაც ასევე საქართველოც იქნება ჩართული, ეს მოიცავს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას“, – განაცხადა ურსემ.

ევროკავშირი და ევროსაბჭოს თანამშრომლობით „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პირველი ფაზა 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის დაწყება კი მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი და 2021 წლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები