„კულტურა საზღვრებს გარეშე“ – ხურვალეთის საჯარო სკოლაში ხელოვანებსა და მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა

საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში ხელოვანებსა და მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილი მოსწავლეებსა და პედაგოგებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უცნობი დეტალები გააცნო. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ქვაჩახიამ ლექცია თემაზე „ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო კერები“ წაიკითხა.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე თამარ ბელაშვილი ადგილობრივებს ქართულ ხელოვნებაში არსებული მოდერნისტული ტენდენციების შესახებ ესაუბრა. სტუმრებმა ასევე ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და მიმართულებები გააცნეს.

პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“ მიმდინარე წლის 18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ღონისძიებები უკვე მოეწყო შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები