,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პედაგოგები გადამზადდნენ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის ფარგლებში, აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადა და სასწავლო რესურსები გადასცა.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები