ეროვნული კინოცენტრი ბუბა ხოტივარს კინოაკადემიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

კინოაკადემიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კინოაკადემიის პრეზიდენტად 5 წლის ვადით დაინიშნა კინორეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი ბუბა ხოტივარი.
ბუბა ხოტივარმა 1966 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, 1971 წელს კი მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.
წლების განმავლობაში ბუბა ხოტივარი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ბუბა ხოტივარს კინოაკადემიის პრეზიდენტად არჩევას და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები