ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმა მოსამართლემ დისკრიმინაციულად მიიჩნია

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სარჩელი მოსამართლე – ჯუმბერ ბეჟანიძემ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დისკრიმინაციად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული დადგენილება, ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმის შესახებ.

“სასამართლომ გადაწყვიტა, ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. პირველი, დადგინდეს ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის მიმართ. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საკითხის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე. ბათილად იქნას ცნობილი სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე უარი თქმის შესახებ, ბათუმის მერიის 2017 წლის 4 მაისის ბრძანება. ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ 5 მაისის მიღებული გადაწყვეტილება.

ბათუმის მერიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი შეფასების შემდეგ დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის განცხადებაზე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საჭირო გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი გამოსცეს”,- განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ მუსლიმი თემი, ბათუმის მერიის წინააღმდეგ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე უკვე ორი წელია დაობს. 2017 წლის 5 მაისს, მუსლიმებმა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიწის ნაკვეთი ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის შეიძინეს, თუმცა მშენებლობის საჭირო ნებართვის გაცემაზე მერია უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები